H1N1 ტიპის გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებით ორი ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო პერიოდში H1N1 ტიპის გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში პაციენტებს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ და ამასთან, გრიპზე აცრილი არ იყვნენ.
გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ძირითადად А და В ტიპის ვირუსები ცირკულირებს. თუმცა А ტიპის ვირუსებთან (H1N1, H3N5) შედარებით უფრო მსუბუქი ფორმის В ტიპის ვირუსით დაავადების შემთხვევები ჭარბობს.
„ჩვენი ლაბორატორიული მონიტორინგით, დაახლოებით სამჯერ მეტია B ტიპის ვირუსის ცირკულაცია ქვეყანაში. დღევანდელი მონაცემებით, როგორც ახალი შემთხვევების რაოდენობა, ისე მძიმე შემთხვევები სტაციონარებში შედარებით ნაკლებია, ვიდრე ამ დროისთვის იყო შარშან... ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების ორი შემთხვევა, სადაც ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფომ რისკის ჯგუფში შემავალი 92 ათასი მოქალაქის და მედპერსონალის უფასო ვაქცინაცია უზრუნველყო. კიდევ 30 ათასმა ადამიანმა აცრა კომერციულ სექტორში ჩაიტარა.
როგორ გამოვიყენოთ სამედიცინო ნიღაბი ისე, რომ ვირუსებისგან დაგვიცვას?
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















