|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჰააგის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან ოკუპანტები" -შავლეგო ტაბატაძე

ჰააგის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან ის ოკუპანტები და დივერსანტები, რომლებმაც ამ პერიოდში მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია,  დივერსიული აქტები და ეთნიკური წმენადა, - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა, გენერალმა შავლეგო ტაბატაძემ. 

"მე მინდა გამოვეხმაურო ნაციონალური მოძრაობის განცხადებას, რომ 2008 წლის ომში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები წარსდგებიან ჰააგის სასამართლოს წინაშე, ეს არის მტკნარი სიცრუე და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ომში მონაწილე ვეტერანისათვის, შეურაცხმყოფელი.

ჰააგის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან ის ოკუპანტები და დივერსანტები, რომლებმაც ამ პერიოდში მოახდინეს ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია,  დივერსიული აქტები და ეთნიკური წმენდა. შეირაღებული ძალების პოლიტიზირების და პოლიტიკურ იარაღად გამოყენების უფლება არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს. ჩვენი ქვეყნის შეირაღებული ძალები არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთოების მთავარი გარანტი, რომელიც იდგა და დადგება ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე"-განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.

გუბერნატორის განმარტებით, ჰააგის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან ის ადამიანები,  ვინც ჩვენი ეთნიკური მოსახლეობის წმენდა მოახდინა ჩვენსავე ტერიტორიაზე.

 შეგახსენებთ, შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორის პოსტზე 2018 წლის აგვისტოში დაინიშნა. მას სამხედრო გენერლის წონება გასულ წელს აქვს მინიჭებული.  მიღებული აქვს მედლები – “გენერალი მაზნიაშვილი” და “სამშობლოსათვის თავდადებული”, ასევე, სხვა ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოები. მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში – კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა