"ჰეკაბე" - სპექტაკლის პრემიერა საქართველოში პირველად ქუთაისში გაიმართება
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში ევრიპიდეს ტრაგედია - "ჰეკაბე" გათამაშდება. ერთმოქმედებიანი სპექტაკლი საქართველოს თეატრებში პირველად ქუთაისში მიხეილ ჩარკვიანის რეჟისორობით დაიდგმება.
სპექტაკლში მესხიშვილის მსახიობები მონაწილეობენ, დედოფალ "ჰეკაბეს" კი ინგა კაკიაშვილი განასახიერებს. პრემიერა 9 თებერვალს გაიმართება.
პიესა ტროელი ქალების მდგომარეობას ასახავს, როდესაც მათი უფლებების უგულებელყოფის გამო, ისინი ომის მსხვერპლნი ხდებიან. ნაწარმოებში ასახულია ადამიანურ განცდებსა და სახელმწიფო ინტერესების შორის ჭიდილი. სამართლიანობის სახელით ჩადენილ უსამართლობას "ჰეკაბე" სიგიჟემდე მიჰყავს და მსხვერპლი მკვლელი ხდება.
პიესა აშკარა ხატია იმისა, თუ როგორ იქცევიან ადამინები მონსტად, დამნაშავეებად და როგორია ამაში სისტემის, სახელმწიფოს წილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















