|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იანვარ-თებერვალში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 12.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 898.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.3 პროცენტით მეტია, - ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 

საქსტატის  წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 914.7 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20.3 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი 1 983.3 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა