|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იდეათონში -„ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ რჩეული გუნდები გამოვლინდნენ

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში ჩატარებულ იდეათონში რჩეული გუნდები გამოვლინდნენ.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იდეათონი 29-30 მარტს მიმდინარეობდა.
ორი დღის განმავლობაში 9 ახალგაზრდულმა გუნდმა იმუშავა და ჟიურის წარუდგინა იდეები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ქუთაისის ეკო სმარტ ქალაქად ტრანსფორმაციას.
„იდეათონის მონაწილეებმა ბევრ საინტერესო იდეაზე იმუშავეს, მათ შორის საუკეთესოებს კი, მომდევნო ეტაპზე, ქუთაისის მერიის და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, რეალობად ვაქცევთ. იდეათონზე გამოყენებითი ეკოინოვაციების აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადავეცით"- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
იდეათონის ორგანიზატორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების: ქუთაისის მერიის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრი“, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, კომპანია "პოდკასტი ტექ-თოქის" რჩეულები გახდნენ და შესაბამისი პრიზები და სიგელები გადაეცათ გუნდებს: Eco Park Stewards, ადლერი, ეკო-შოკი, INT-Max, მშენებლები, მხატვარი.
საუკეთესო იდეებს მიეცა რეკომენდაცია, რომ ქალაქში განხორციელდეს.
ღონისძიება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით ჩატარდა.
ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელზე „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ მუშაობა ევროკავშირი-UNDP-ის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. 
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა