იგეგმება თუ არა მესხიშვილის თეატრში შტატებისა და ხელფასების შემცირება?
ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 2017 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. როგორც თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი „ნიუპრესთან“ საუბარში განმარტავს, აღნიშნული ცვლილება თანამშრომელთა და ხელფასების შემცირებაზე არ აისახება.
„დღეს შეკრება გვქონდა და მთელი კოლექტივი აპლოდისმენტებს გვიკრავდა მე და გიორგი სიხარულიძეს იმისთვის, რომ შევინარჩუნეთ ხელფასებიც და შტატიც - ეს შევძელით ჩვენი თანხების აკუმულირების ხარჯზე. მსახიობები სხვა რეჟიმზე გადავიყვანეთ. დაპირებები გვაქვს ჩვენს მაყურებელთან, რომელსაც შევასრულებთ“,-განაცხადა გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, ხელფასის დაქვითვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ვინმე შინაგაწესს დაარღვევს.
შეგახსენებთ, მომავალი წლიდან თეატრების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















