|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ილო 2023“-ის გამარჯვებული მალხაზ ახვლედიანი გახდა

ქუთაისში საერთაშორისო ფოტოფესტივალი "ილო 2023" დასრულდა.
 ფესტივალის დახურვის ცერემონიალს ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
საერთაშორისო, პროფესიონალურმა ჟიურიმ გამოავლინა ფესტივალის მთავარი და სპეციალური პრიზების მფლობელები:
 " ფესტივალი " ილო 2023 "-ის გამარჯვებული გახდა და გრან პრი მოიპოვა ფოტომ "დაღლილი, ჩაძინებული ილო ", ავტორი - მალხაზ ახვლედიანი.
I ადგილი - გელა პატიაშვილი, "ქალის პორტრეტი პროფილში";
ll ადგილი - მორის ბენსიმონი (საფრანგეთი), "ქალის პორტრეტი";
lll ადგილი - იგორ გაიდაი (უკრაინა) , ჯგუფური პორტრეტი "დედები და ბავშვები".
 20 წლამდე კატეგორიაში
გამარჯვებულია ანა დემეტრაშვილი, ფოტოსათვის "კონცერტამდე".
ჟიურის სპეციალური პრიზი "ფესტივალის აღმოჩენა" გადაეცა
ვილი ფილცს ( ბელგია), ფოტოსათვის "ქალი და ქათამი"
მადლიერების დიპლომებით დაჯილდოვდნენ ნატალი ტუფენკჯიანი, იური მეჩითოვი და
ბერტრან ლისბონი.
პრიზები გადაეცათ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს.
საერთაშორისო ფოტოფესტივალი "ილო" ქუთაისის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით იმართება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა