"იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში ყველა ჩვენი ცენტრი კონდიცირებული იქნება"
გამოცდები ძალიან სტრესული საქმეა და იქაც, სადაც კონდიცირება არის, გულის წასვლა და სხვა სტრესის გამო ძალიან ბევრი ასეთი რამ ხდება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მინისტრი მშობლების უკმაყოფილებას გამოეხმაურა.
აბიტურიენტის მშობლების განცხადებით, ეროვნულ გამოცდებზე კონდიციონერებს არ რთავენ, რის გამოც ერთ-ერთ აბიტურიენტს გამოცდაზე გული წაუვიდა.
„სიცხე ნამდვილად არის პრობლემა, თან სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ სწორედ ეროვნული გამოცდების დაწყებას დაემთხვა ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება. საგამოცდო ცენტრები ადრე სხვადასხვა ადგილას იყო. ბოლო წლებში დავიწყეთ თავმოყრა, ერთსა და იმავე ადგილებში ტარდება ეროვნული გამოცდები. იმედი გვაქვს, დროთა განმავლობაში ყველა ჩვენი ცენტრი კონდიცირებული იქნება. რაც შეეხება კითხვას, რომ კონკრეტულ ადგილებში კონდიციონერს არ რთავენ, ზოგან ტექნიკური პრობლემაა, ზოგან სხვა სახის პრობლემაა და სამწუხრაოდ, ისეთი ვითარებაც გვაქვს, როდესაც ვიღაცას ხელს უშლის, პირიქით, პრობლემაა. ეს უდავოდ არის რაღაც, რის გამოსწორებაზეც ჩვენ უნდა ვიმუშავოთ”, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
ამ თემაზე: "ფანჯრის მხარეს თუ დაჯდები, არა უშავს" - ქუთაისში საგამოცდო ცენტრებში კონდიცირება არ არის
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















