|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმერეთი ნიუსის" მფლობელი ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებს ასაჯაროებს

საინფორმაციო სააგენტო "იმერეთი ნიუსის" მფლობელი, რომელიც მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლის შესახებ საუბრობს, კონკრეტულ ფაქტებს ასაჯაროებს. 

კოტე ცირეკიძე ქუთაისის ვიცე მერის გიორგი იობაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება, რომელმაც მას კონკრეტული ფაქტების გასაჯაროებისაკენ მოუწოდა. 

"იობაშვილმა წარმოადგინონ ზეწოლის ფაქტები და პასუხს ვაგებო. კარგი წარმოვადგენ.

ფაქტი N1 
2018 წლის ივლისის ბოლოს ქალბატონმა მანანა გოგლიჩიძემ გადმოგვცა რედაქციისათვის ფართი. 15 სექტემბერს პირადად იობაშვილის ხელმოწერით აფორმებენ "ბაგრატი 1003"-თან 23000 ლარიან ხელშეკრულებას, სანაცვლოდ კი გოგლიჩიძეს თხოვენ დაგვატოვებინონ ფართი. გვიკავშირდებიან ბაგრატიდან და იმ მოტივით, რომ ფართი გაიყიდა, მთხოვენ დაცლას. ფართი დავცალეთ უკვე 2 კვირაა და გასაღები ისევ მე მაქვს. როგორც დავკეტეთ იქაურობა, ისეა ეხლაც, არანაირი მყიდველი არ მოსულა,  დოკუმენტებს თან ვურთავ პოსტს.

ფაქტი N2
როდესაც სააგენტომ გამოაქვეყნა იობაშვილის მაკომპრომიტირებელი ფაქტები, როგორ ეპყრობოდა ის საკუთარ თანამშრომლებს, 2 კვირის შემდეგ ჩვენს რედაქტორს ანუკა ლიპარიშვილს მის მთავარ სამსახურში ხვდება იობაშვილის მეუღლე და ეუბნება, თუ რა კარგი ჟურნალისტია და როგორ მოსწონს მისი სტატიები და ხაზს უსმევს მისსა და კლინიკის უფროსებს შორის მეგობრობას. ეს რა არის თუ არა ზეწოლა? რა ესაქმებოდა იობაშვილის ცოლს ჩვენს რედაქტორთან?

ფაქტი N3
მე არ ვისაუბრებ დედაჩემის მაგივრად, თუ საჭიროდ ჩათვლის, თავად ისაუბრებს რა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ყავდათ დალაქიშვილს და იობაშვილს.

ფაქტი N4
რიგ სტაიტებზე, რომელიც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა, თხოვდნენ დედაჩემს მოეხდინა ჩემზე გავლენა, რათა მე ჩემის მხრივ რედაქტორზე ზემოქმედებით ამომეღო, წამეშალა, ან ჩასწორება შემეტანა მასში. ეს იყო სუფთა მე-19 საუკუნის რუსული ცენზურის მეთოდები.

ფაქტი N5
2 კვირის წინ სამსახურიდან გაანთავისუფლეს ეკა ბაკურაძის და მხოლოდ იმიტომ, რომ ეკა ჩვენი თანამშრომელია. ჩვენს მასალებს იზიარებს და ჩვენი გუნდის წევრია. თუმცა ელისოს ჩარევით და იმ პირობით, რომ კარგად მოვიქცეოდით, 3 დღეში სამსახურში აღადგინეს.

დამიჯერეთ, ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება დამატებით ელისოსგან გაიგოთ.

ეს ფაქტები არ არის საკმარისი, რომ ამ ფაქტს დავარქვათ ზეწოლა? ამ პირობებში შესაძლებელია სააგენტოს ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირება? როდესაც მე სახლში დედა ასეთ სტრესში მყავს, შევასრულებ ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას და შევძლებ სააგენტოს გამართული მუშაობა ვუზრუნველყო?", -წერტს კოტე ცირეკიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

 კოტე ცირეკიძე მერიასა და "ბაგრატი 1003" ხელშეკრულების დოკუმენტებს აქვეყნებს, იმის დასტურად, რომ მერიამ სასტუმროს ხელშეკრულება ნამდვილად გაუფორმა.

(ფოტო-ფეისბუკის)

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა