შავლეგო ტაბატაძე: "არსად წასვლას არ ვაპირებ"
არსად წასვლას არ ავაპირებ,- აცხადებს იმერეთის გუბერნატორი თავდაცვის სამინისტროში შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
"მეც სოციალური ქსელით შევიტყვე ამის შესახებ, არსად წასვლას არ ავაპირებ, ჯერჯერობით იმერეთში ვარ და ჩართული ვარ ყველა იმ პროცესში, რა გამოწვევების წინაშეც იმერეთი დგას", -განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ.
მან ჟურნალისტებთან საუბარში იმერეთის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
"მობილური ჯგუფი მოძრაობს, შემოვივლით ყველა მუნიციპალიტეტს და 545-ვე სოფელს, ჩვენ პირადად გავეცნობით არსებულ პრობლემებს, პრიორიტეტებს მივისმენთ თვითონ მოსახლეობისაგან და ამის მიხედვით შევქმნით ელექტრო საინფორმაციო ბადეს, რის საფუძველზეც ჩვენ გაგვიადვილდება 2019 და 2020 წლის დაგეგმარება", -განაცხადა გუბერნატორმა.
მისი თქმით, გასული წელი იმერეთის მუნიციპალიტეტებისათვის, საბილოო ჯამში, დადებითად შეფასდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















