იმერეთის გუბერნატორმა ინფრასტრუქტურულ პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულება მოითხოვა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარის რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა სამუშაოების შესრულების ხარისხზე და ვადებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მშენებლებს მიეწოდოთ ინფორმაცია დაგეგმილი და დაანონსებული ტენდერების შესახებ, რადგან წელს სატენდერო პირობები შეიცვალა.
,,ჩემი მოთხოვნა არის როგორც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების ასევე, სამშენებლო კომპანიების მიმართ, რომ ტენდერების მოგების შემთხვევაში მაქსიმალური ყურადღება მიექცეს სამუშაოების ხარისხიანად და ეფექტურად შესრულებას. ასევე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ვადები და ყველა სამშენებლო კომპანიამ ობიექტები უნდა დაასრულოს მოცემულ პერიოდში, რათა მოსახლეობას დროულად შეუსრულებელი სამუშაოების გამო დისკომფორტი არ შეექმნას. ჩვენ თითოეულ კომპანიას მოგეცით საშუალება გქონდეთ წარმოდგენა რა სამუშაოები იქნება შესასრულებელი რეგიონში. შეგიძლიათ გააკეთოთ სწორი ანალიზი და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მიიღოთ მონაწილეობა ტენდერებში", – განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 157 625 222 ლარი დაიხარჯა. 2019 წელს ამ კუთხით იმერეთისთვის 330 595 589 ლარია გამოყოფილი.

ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა

16:38
16:37
16:36
13:50
21:51