"იმერეთის გუბერნიასა და ქუთაისის მერიას შორის დაპირისპირება გაღრმავდება"
"აბსოლუტურად გაურკვეველია, სამხედრო სამსახურს მოაშორო შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი და დანიშნო გუბერნატორად. შავლეგო ტაბატაძე რომ იყოს ასაკში და არ შეეძლოს ჯარში მუშაობა, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად წარმოუდგენელია",–აცხადებს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია უკლება იმერეთის ახალ გუბერნატორის პოსტზე სამხედრო გენერლის დანიშვნათან დაკავშირებით.
გია უკლებას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში გაურკვეველია, რა ბედი ელის ჯარს.
„მათ პირობებში გაუგებარია, რა მდგომარეობაა ჯარში, რას აპირებს ხელისუფლება ამ მიმართულებით, ამის ნათელი მაგალითი დღევანდელი დანიშვნაა. გენერლის გუბერნატორად დანიშვნა, ასევე მიუთითებს იმაზეც, რომ „ქართულ ოცნებაში“ საკადრო შიმშილია და რეალურად პოლიტიკოსები არ ყავთ. რაც შეეხება შავლეგო ტაბატაძის დანიშვნას, ყველაფერი, რაც ხდება „ქართული ოცნების“ ირგვლივ, მიანიშნებს იმაზე, რომ ის არის მომაკვდავ მდგომარეობაში და რეანიმირება ვერ მოხდება.. ეს არის დანიშვნა დანიშვნისთვის და ეს ცვლილებაც არაფრის მაქნისია“,–განაცხადა გია უკლებამ. მან ასევე განმარტა, მერიასა და გუბერნიას შორის არსებული დაპირისპირება გაღრმავდება.
„თვითმმართველობასა და გუბერნიას შორის დაპირისპირება აქამდეც არსებობდა, მაგრამ დაპირისპირება, უფრო გაღრმავდება, რადგან არაფრის მაქნისი მერი გვყავს, რომელიც ყველასთან, მათ შორის მედიასთან ურთიერთობას გაურბის, ამის ფონზე არაფერი კეთდება ქალაქში, ისევე როგორც მთელს რეგიონში“,–განაცხადა გია უკლებამ.
მან ასევე განაცხადა, რომ გრიგოლ დალაქიშვილი, რომელიც გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა, არ განეკუთვნებოდა „ქართული ოცნების“ ელიტას, რის გამოც ის პოსტზე არ დაინიშნა.
შეგახსენებთ, შავლეგო ტაბატაძე იმერეთის გუბერნატორად დღეს დაინიშნა.
"ვფიქრობ, ბევრი გამოცდილება დამიგროვდა და შევეცდები, ეს გამოცდილება იმერეთს მოვახმარო"
იმერეთის გუბერნატორად შავლეგო ტაბატაძე დაინიშნა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















