იმერეთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მოაღწია
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა 2 მეტრს მოაღწია. შეფერხებაა გზებზე, ასევე ელექტრონერგიის გარეშეა დარჩენილი 20 000-მდე აბონენტი.
იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდიმარეობდა გაწენდითი სამუშაოები, გაიწმინდა 128 გზა და სამუშაოები გრძელდება.
"გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. გაიწმინდა 128 ლოკაცია და 115-ზე მიმდინარეობს გაწმენდა. ამ დროისთვის 100 სოფლის ცენტრალური გზაა გასაწმენდი. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი იყო 50 000 აბონენტი, დღეს მათი რაოდენობა 20 000 მდე შემცირდა. ცენტრალურ მაგისტრალზე ამ დროისთვის პრობლემები არაა", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



17:19
19:31
14:51
14:17
16:33
















