|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის კლინიკებში გრიპის ვირუსით 76 ადამიანი მკურნალობს

იმერეთის მასშტაბით გრიპის ვირუსით კლინიკებში 76 ადამიანი მკურნალობს. ქუთაისის რეგიონალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე კოტე გვეტაძე განმარტავს, რომ კლინიკებში მიმართვიანობამ მნიშვნელოვნად იკლო, ასევე შემცირებულია ამბულატორიული მიმართვიანობა. 

"საგრძნობლად იკლო მიმართვიანობამ, როგორც კლინიკებში, ასევე ამბულატორიაში. შეიძლება ითქვას, რომ გრიპის ვირუსის პიკმა გადაირა. ბოლო მონაცემებით, იმერეთის მასშტაბით კლინიკებში 76 ადამიანი რჩება და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას კლინიკებიდან და ამ დროისთვის გარდაცვალების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება", -განაცხადა კოტე გვეტაძემ.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა