იმერეთის მოსახლეობის პრიორიტეტს კვლავ გზების მოწესრიგება წარმოადგენს
არასამთავრობო ორგანიზაციამ "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო" ანგარიში წარადგინა. სააგენტო 14 თვის განამვლობაში იმერეთის მუნიციპალიტეტებთან ერთად ახორციელდება პროექტს, რომელიც მოსახლეობის პრიორიტეტების გარკვევას ითვალისწინებდა. შედეგად, იმერეთის მაღალმთიან დასახელებასა და სოფლებს მოუგვარდათ გზის პრობლემა, ჯამში 10 სოფელს, ასევე ელექტორენერგია მიეწოდა ერთ–ერთ დასახლებას. მოწესრიგდა სკოლა, გარეგანათება.
პროექტის წარმომადგენლის, ნინო თვალთვაძის განცხადებით, პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტები სააგენტოსთან აქტიურად თანამშრომლობდნენ. მისივე თქმით, მაღალმთიან სოფლებს განსაკუთრებით გზის პრობლემა აწუხებს.
თანამშრომლობა დადებითად შეაფასა იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა. მის განცხადებით, აუცილებელია არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობა მუნიციპალიტეტებთან, რომ ერთობლივად მოხდეს მოსახლეობისათვის აქტიური პრობლემების წამოწევა და მათი გადაჭრა.
მუნიციპალიტეტების გამგებლების განცხადებით, გამგეობების ბიუჯეტი ყველა პრობლემის მოგვარებას ვერ უზრუნვეყოფს, თუმცა აქცენტი მოსახლოების მიერ შერჩეულ პრიორიტეტებზე კეთდება.
პროექტი, რომელიც 14 თვის განმავლობაში გრძელდებოდა ევროპის თანამშრომლობის ფონდის მიერ იყო დაფინანსებული.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















