იმერეთის რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე რეგიონებში გასვლით შეხვედრებს მართავს
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარის რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე რეგიონებში გასვლით შეხვედრებს მართავს. ის მოსახლეობას ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამას“ აცნობს, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან ახლებური სახით აღდგა. აღნიშნული პროგრამის თანახმად მოსახლეობა თვითონ ირჩევს, რა უნდა გაკეთდეს მის დასახლებაში.
მხარის რწმუნებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის 25–მდე სოფლის მოსახლეობას უკვე შეხვდა და მათ პრობლემებსა და პრიორიტეტებს გაეცნო. პირველ ეტაპზე სოფლის მაცხოვრებლებმა შეხვედრაზე–სასმელი წყლის სისტემისა და გზების მოწესრიგება, გაზიფიცირება, ასევე სკოლამდელი დაწესებულებებისა და სპორტული მოედნების მშენებლობა–რეაბილიტაცია დაასახელეს.
რეგიონის მასშტაბით შეხვედრების დასრულების შემდეგ შეიქმნება ერთიანი ბაზა, განისაზღვრება ყველა პრიორიტეტი და ეტაპობრივად მოხდება მათი ასახვა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში.
შავლეგო ტაბატაძე იმერეთის რეგიონის 554-ვე სოფელში ჩასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს. ჭიათურის შემდეგ გუბერნატორი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლებს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















