იმერეთის სამმართველოს უფროსების ავტომობილებზე თავდასხმა მოხდა (ფოტო)
ქუთაისში, იმერეთის სამმართველოს უფროსების ავტომობილებზე თვდასხმა მოხდა. შემთხვევა ჯავახიშვილის ქუჩა #12 არსებულ სამართველოს შენობასთან დაფიქსირდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთესის პოლიციის დეპარტამენტსის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ავტომობილები. გამოძიება მიმდინარეობს 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციის მუშაკზე, ან მის ავტომობილზე თავდასხმას გულისხმობს.
ბრალდებული შოთა ქემოკლიძის მეგობარი გოჩა ჭაბუკიანია. ქემოკლიძე ცივი იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს, რასაც თავად ბრალდებული არ აღიარებს. შსს ინფორმაციით, შოთა ქემოკლიძე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ცივი იარაღის ტარებისთვის 238-ე პრიმა მუხლით დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, შოთა ქემოკლიძემ მიიყენა თვითდაზიანება, კერძოდ, ხელის არეში მსუბუქი დაზიანება ნაკაწრის სახით.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















