|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთსა და სამეგრელოში "ჭკვიანი კამერების" 8 ახალი სექცია ამოქმედდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში 18 თებერვლიდან სიჩქარის კონტროლის 8 ახალი სექცია ამოქმედდა.

 იმერეთში, თბილისის-სენაკი-ლესელიძის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ქუთაისი-ფარცხანაყანევის შემაერთებელ მონაკვეთზე, ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მე-18 კილომეტრიდან (ქვიტირი) - ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრამდე (ფარცხანაყანევი), კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

  • ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის ქუთაისი-წყალტუბოს შემაერთებელ მონაკვეთზე, ქალაქ ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩიდან - ქალაქ წყალტუბოში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩამდე.
  • კამერები მუშაობს როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთის, ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 70 კმ/სთ).
  • სამეგრელოს რეგიონი:

     ფოთში, სამეგრელოს ქუჩის მონაკვეთზე, სამეგრელოს, ხობის, შავი ზღვისა და ალ.ჭავჭავაძის ქუჩების კვეთიდან - სამეგრელოსა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე. ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

    -ფოთში (ფოთის შემოვლით გზაზე), ლარნაკის ქუჩიდან (მდინარე რიონი). - წმ. გიორგის, აკაკის და გურიის ქუჩების გადაკვეთამდე, ორმხრივად (ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ).

     

    უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს მთელი საქართველოს მასშტაბით კიდევ 669 ახალი ვიდეოკამერა ჩაირთო, მათ შორის 550 ზოგადი ხედვის და 119 კი ნომრის ამომცნობი. ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 2086 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა