იმერეთისა და სამეგრელოს ტყეებში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა
იმერეთსა და სამეგრელოს ტყეებში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"საჩხერეში, სოფელი ვაკისაში იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი რკალზე. ხანძრის სიახლოვეს არ არის დასახლებული პუნქტი. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობა",- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის მინდვრის და ტყის ხანძრების ქრობაში ჩართულია 500 მეხანძრე-მაშველი. არსებული 6 კერიდან 3 ლოკალიზებულია.
დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა

12:44
13:23
13:14
12:10
16:38