|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმერეთსა და ქუთაისში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მიმართვიანობამ მცირედით იკლო"

ქუთაისის რეგიონალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, იმერეთსა და ქუთაისში გრიპის ვირუსთან დაკავშირებულმა მიმართვიანობამ იკლო. 

 "გრიპის ვირუსთან დაკავშირებით შემთხვევების რაოდენობამ იკლო, ინციდენტობა, რაც ნიშნავს 100 ათას მოსახლეზე შემთხვევების რაოდენობას,  256-ია, გასულ კვირას 277 იყო, ეპიდემიაზე არ არის საუბარი.  ეპიდემიაზე ვსაუბრობთ, როდესაც ინციდენტობა 500-ს გადაცდება,"- განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

რაც შეეხება ანტივირუსული პრეპარატის გაცემის საკითხს, გიორგაძის თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი "ტამუფლუს" ოჯახის ექიმის რეცეპტის საფუძველზე რისკჯფგუფში არსებულ პირებზე გასცემს.

"საქართველოც და მათ შორის ქუთაისი და მთელი იმერეთიც აბსოლუტურად მომარაგებულია შესაბამისი ანტივირუსული პრეპარატით და არანაირი პრობლემები არ გვაქვს ამ მხრივ.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები ყველა მობილიზებულია და გამოყოფილა პასუხისმგებელი პირები, რომლებიც ვალდებული არიან დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუკი მათთან მივა წარმომადგენელი ოჯახის ექიმის მიერ გამოწერილი "ფორმა 100"-ით, გასცეს ანტივირუსული პრეპარატი. ანტივირუსული პრეპარატი გაიცემა რისკჯგუფზე, ესენია, ფეხმძიმე ქალები, სოციალურად დაუცველები, მოხუცები, ბავშვები, ქრონიკულად მოავადეები, დიაბეტი, ჭარბი წონა, გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანები, რაც შეეხება სხვა ნებისმიერ კონტიგენტს, რომელიც არ ჯდება ამ ჩამონათვალში, შეუძლიათ მიმართონ სააფთიაქო ქსელებს, რომლებსაც მიეწოდათ აღნიშნული პრეპარატი"-განაცხადა გიორგიძემ.

შეგახსენებთ, გრიპის ვირუსით გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. 

 

როგორ გამოვიყენოთ სამედიცინო ნიღაბი ისე, რომ ვირუსებისგან დაგვიცვას?

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა