იმერეთში კორონავირუსის 31 ახალი შემთხვევაა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 165 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 57 შემთხვევა, აჭარაში - 10, იმერეთში - 31.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 601, საიდანაც: 1 932 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 869, აჭარაში - 166, იმერეთში - 437.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 425 პირი, მათ შორის, თბილისში - 172, აჭარაში - 39, იმერეთში - 127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი, მათგან თბილისში - 69, აჭარაში- 5, იმერეთში - 12. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 115 - თბილისში, 104 - აჭარაში, 13 - იმერეთში.
1 437 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.5%.
ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა.
ავტორი: ნიუპრესი





12:44
13:23
13:14
12:10
16:38
















