|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფიცირების 360 ახალი შემთხვევიდან იმერეთში გამოვლენილია 71.  ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 461, საიდანაც: 1 434 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში - 264.

მთავრობის ინფორმაციით ამ ეტაპზე რეგიონში 73 მძიმე პაციენტია, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება  11.

 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 683 პირი ემსხვერპლა.

18 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.51 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.51 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.37%.

ავტორი: ნიუპრესი