|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

20 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში  ინფიცირების 422 ახალი შემთხვევაა, აქედან: თბილისში გამოვლენილია 216 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთში - 71.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 717, საიდანაც: 1 423 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 730, აჭარაში - 137, იმერეთში - 273.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 276 პირი, მათ შორის, თბილისში - 1259, აჭარაში - 19, იმერეთში - 73. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 83 პირი, მათგან თბილისში - 52, აჭარაში- 4, იმერეთში - 11.

168 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 126 - თბილისში, 35 - აჭარაში. 2 126 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში 8 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი: ნიუპრესი