იმერეთში კორონავირუსით კიდევ 363 ადამიანი დაინფიცირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 058 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 808 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 363, ქვემო ქართლი - 150, შიდა ქართლი - 165, გურია - 36, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 183, კახეთი - 131, მცხეთა-მთიანეთი - 62, სამცხე-ჯავახეთი - 38, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 592, საიდანაც: 3 867 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 874, აჭარაში - 352, იმერეთში - 725. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 847 პირი, მათ შორის, თბილისში - 382, აჭარაში - 75, იმერეთში - 198.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 265 პირი, მათგან თბილისში - 174, აჭარაში - 11, იმერეთში - 30.
754 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 - თბილისში, 466 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 5 971 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 750 პირი ემსხვერპლა.
ავტორი: ნიუპრესი





12:44
13:23
13:14
12:10
16:38
















