იმერეთში სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის დათვლა ვერ ხერხდება
რამდენიმედღიანი ძლიერი წვიმების შედეგად იმერეთის რეგიონი მნიშვნელოვნად დაზარალდა. წყალმა ავტომაგისტრალის ნაწილი წაიღო, დაინგრა ხიდები, მოსახლეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი.
წვიმის პარალელურად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. როგორც იმერეთის ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, უამინდობის გამო იმერეთში მიღებული ზარალის დათვლა ვერ ხერხდება.
"ახლაც რაიონში ვართ გასული და ზარალს ვეცნობით. სამწუხაროდ, იმერეთმა დიდი ზარალი მიიღო, თუმცა საბედნიეროდ, არ გვაქვს მსხვერპლი. რაც შეეხება ზარალის ოდენობას, ჯერჯერობით, მის დათვლას ვერ ვახერხეთ. როგორც კი გამოიდარებს, დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და გვეცოდინება ზარალის ზუსტი რაოდენობა,"–განაცხადა ვიცე–გუბერნატორმა.
იმერეთის სხვა რაიონებთან ერთად სტიქიამ ქუთაისიც დააზარალა. დაიტბორა ქუჩები და დაზიანდა სახლები. კალაპოტიდან მდინარე ოღასკურა გადმოვიდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















