|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

იმერეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალს ითვლიან. იმერეთის გუბერნიაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის  დავით გორდელაძის განცხადებით,  ზარალის სრული ოდენობის შესახებ ინფორმაცია ორ დღეში ექნებათ. 

"ძლიერი ქარის შედეგად საგრძნობლად დაზიანდა იმრეთის მხარის მუნიციპალიტეტები, როგორც საქალაქო, ასევე სასოფლო-სამეურნეო ინფრასტუქტურა.  ძირითადად დაზიანდა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები, მაღლივი კორპუსების,  საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სახურავები.  24-საათიან რეჟიმში მუშაობს ყველა საქალაქო სამსახური, ყველა მერიის დონეზე შექმნლია საგანგებო შტაბები. პარალელურად  მიმდინარეობს ზარალის დათვლა. უახლოეს დღებში ჩვენ გვეცოდინება თუ რა სახის ზარალი მიადგა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებს", -განაცხადა დავით გორდელაძემ.

იმერეთში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც ელექტროენერგია არ მიეწოდება ცალკეულ მუნიციპალიტეტებს. 

ქარმა დააზარალა ქუთაისი, თერჯოლის,  წყალტუბოს, ხარაგაულის,  ხონის მუნიციპალიტეტები.  

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა