|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"იმერული ყველი სრულიად უსამართლოდ არის გამასიურებული და არ აქვს საკუთარი ნიშა"

"იმერული ყველი სრულიად  უსამართლოდ არის გამასიურებული და არ აქვს საკუთარი ნიშა"-განაცხადა მკვლევარმა და ცნობილმა მეყველემ ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ ქუთაისში ყველის ფესტივალზე. მისი თქმით, აუცილებელია იმერულმა ყველმა საკუთარი ტრადიციები აღიდგინოს. 

"იმერული ყველი სრულიად  უსამართლოდ არის გამასიურებული და არ აქვს საკუთარი ნიშა. მარტო სახელი დარჩა და თელავშიც აკეთებენ,  ბოლნისშიც და ყველგან. ამ დროს თავის ნიშა უნდა ქონდეს. იმერული ყველის დარქმევის უფლება არ უნდა ქონდეს თელაველ, ან სხვა  მწარმოებელს, მათ თავის ყველიც აქვთ. იმერული იმერეთში ნაწარმოებს უნდა ერქვას,  მე ვიბრძოლებ და  აუცილებლად მივაღწევ.  ფესტივალიც ამას შეუწყობს ხელს,  რომ თავისი ადგილ-წამროება ქონდეს დაცული",-განაცხადა ანა მიქაძემ. მისი თქმით, არის ყველის შენახვის ტრადიცია, რომელიც მხოლოდ იმერეთისთვის არის დამახასიათებელი. 

"იმერული ყველი სუპებში და წვნიანებში გამოიყენება, ასევეა ხანის ყველი. იმერული ყველი  უკვე მრავალფეროვანია და თუ ყველა სოფელს ექნება თავისი ყველის წარმოების საშუალება, კარგი იქნება.  ასე უნდა იყოს,  არ შეიძლება იმერული ყველის აგდება და გამასიურება.  ეს ფესტივალი მოემსახურება იმას,  რომ ყველმა თავის თავი დაიბრუნოს.  ყველი იმდენად ყოველდღიურია ჩვენთვის,  რომ პრესტიჟიც უნდა აუმაღლდეს.  ყველი უნდა დაბრუნდეს ქილებით წარმოებებში. იმერულ ყველს შენახვის ტარადიცია აქვს. მსგავსად ამისა, სხვა არ ინახებოდა  წათხში.   იმერელმა იცოდა მარილის ზომიერად გამოყენება.  ეს ტრადიციებია დასაბრუნებელი, ვუსურვოთ წარმატება იმერულ ყველს",-განაცხადა ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.

ქუთაისში ყველის ფესტივალი დღეს გაიმართა. მასში სხვადასხვა რეგიონის მწარმოებლები მონაწილეობდნენ. 

 

ქუთაისში ყველის ფესტივალი გაიმართა [PHOTO]

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა