|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სტიმულის მოცემის ნაცვლად, ჩვენი წარმომადგენელი გაათავისუფლეთ"

"ნიუპრესზე" გასულ მასალას, "გათავისუფლებული გამგის 600 000 ლარიანი ქველმოქმედება ქუთაისში", აღნიშნული საქველმოქმედო ორგანიზაციის პრეზიდენტი გამოეხმაურა. "გული საქართველოსათვის" პრეზიდენტის მამუკა თოდრიას განცხადებით, სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც თავისი თანამშრომლების ინტერესების იცავდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"პედაგოგებს შვილები ექიმთან რომ წაიყვანონ, იმის ფული არ აქვთ და მოითხოვეს ხელფასის გაზრდა.  მაკა აბულაძე მოღალატესავით  კი არ დაიმალა, პირიქით, როგორც ნამდვილი პედაგოგი  და ნამდვილი ხელძღვანელი დადგა იქ, სადაც საჭირო იყო. სირცხვილი იმათ, ვინც სამი შვილის დედას, რომელიც არა მარტო საკუთარი შილების, არამედ, ასევე ბაგა–ბაგის 400–მდე  აღსაზრდელის დედაცაა, ასე მოექცნენ"–აცხადებს მამუკა თოდრია. მისივე თქმით, ქუთაისში განხორციელებული ქველმოქმდება არა თუ 600 000, არამედ გაცილებით მეტი ღირებულებისაა.

"მე, როგორც "გული საქართველოსათვის" შემქმნელი და ხელმძღვანელი, ვამაყობ, რადგან  მაკაა ის პიროვნება, რომელიც დაგვიდგა გვედით, ბოლომდე დაიჯერა ჩვენი და რაც შეეძლო, ირბინა საბუთებით ხელში და ეხვეწებოდა ყველას, ხელი მოეწერათ ამ დიდ საქმეზე. ეს არა თუ 600 000–ის, არამედ დაახლოებით 2 მილიონი ლარის დახმარებაა.  მაკა აბულაძემ, როგორც დირექტორმა დიდი რუდუნებით მოუარა ბაღს და ყველა ნივთს, რაც ჩვენ გამოვგზავნეთ.  მე მამუკა თოდრია პოლიტიკოსი არა ვარ და არც საქართველოს მოქალაქე ვარ, არც არავითარი ინტერესი მაქვს, გარდა იმისა რომ, სანამდე შემიძლია გაგიკეთოთ მხოლოდ სიკეთე და დაგეხმაროთ. იმის მაგივრად, რომ სტიმული მოგეცათ, რომ მეტი სიკეთე გაგვეკეთებინა, ჩვენი წარმომადგენელი მოხსენით სამსახურიდან. ჩვენი სურვილია, მაკა დააბრუნონ #13 ბაღში ყოველგვარი სასამართლოების გარეშე და იმ ქალბატონს, ვინც მაკას ადგილზე დაინიშნა, ვპირდებით, ძალიან ლამაზ ბაღს მოვუწყობთ", –აცხადებს ორგანიზაციის პრეზიდენტი მამუკა თოდრია.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი