|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 51 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 450 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 237 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთში - 51.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 958, საიდანაც: 1 463 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 718, აჭარაში - 161, იმერეთში - 280. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 303 პირი, მათ შორის, თბილისში - 135, აჭარაში - 25, იმერეთში - 73.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 90 პირი, მათგან თბილისში - 61, აჭარაში - 3, იმერეთში - 12. 180 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 130 - თბილისში, 40 - აჭარაში. 2 315 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 265 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 156, ხოლო აჭარაში - 94.

ბოლო 24 საათში  ქვეყანაში ვირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი: ნიუპრესი