ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან 108 იმერეთში ფიქსირდება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 507 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 191 შემთხვევა, იმერეთში - 108, დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 619, საიდანაც: 2 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 910, იმერეთში - 454.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 438 პირი, მათ შორის, თბილისში - 171, იმერეთში - 120. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 126 პირი, მათგან თბილისში - 87, იმერეთში - 14.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა

15:13
13:05
10:03
09:58
















