|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 84 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 528 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 265 შემთხვევა, აჭარა - 42, იმერეთში - 84.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 770, საიდანაც: 1 467 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 728, აჭარაში - 155, იმერეთში - 276.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 299 პირი, მათ შორის, თბილისში - 139, აჭარაში - 24, იმერეთში - 70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 80 პირი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში - 3, იმერეთში - 12.

179 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 135 - თბილისში, 35 - აჭარაში. 2 124 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 4 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

ავტორი: ნიუპრესი