ინფრასტრუქტურა და სოციალური პროექტები - ქუთაისის მერმა ანგარიში წარადგინა
ქუთაისის მერმა ერთლწიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. გიორგი ჭიღვარიამ თვითმმართველობის მიერ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია მედიას გააცნო.
შეხვედრაზე გიორგი ჭიღვარიამ აქცენტი ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სოციალურ პროგრამებზე გააკეთა. მერის ინფორმაციით, ქალაქში 141 ინფრასტრქუტურული პროქეტი განხორციელდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 5.6 მილიონი შეადგინა. წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრქტურა რამდენიმე ქუჩაზე მოეწყო, მათ შორის ერთ-ერთია თბილისის ქუჩა, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტუტრა მოეწყო და ყველა კომუნიკაცია მიწის ქვეშ გაიყვენეს, მსგავსად იგეგმება იაშვილის ქუჩის მოწუბა. გაკეთდა 35 საყრდენი კედელი, მოეწყო სპორტული მოედნები, დამონტაჟდა სპორტული ტრენაჟორები, გაიწმინდა სანიაღვრე არხები.
მერმა "თეთრ ხიდზეც" ისაუბრა. მისი თქმით, მერია შემსრულებელ კომპანიასთან სასამართლო დავაში შევიდა, კომპანიას დაახლოებით 20 000 ლარის ჯარიმა ეკისრება, გარდა ამისა, კომპანიას ტენდერით გათვალისწინებული თანხიდან 170 000 ლარი დაუკავეს. ხიდზე დაინიშნება ექსპერტიზა და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიისათვის დაკავებული თანხით, შესაძლოა, ახალი ტენდერი გამოცხადდეს.
მერმა ყურადღება გაამახვილა რიოსნისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე. მისი თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პროექტზე ტენდერი 2019 წელს გამოცხადდება.
მერმა ასევე ისაუბრა სოციალურ პროგრამებზე. მისი თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა დაფინანსებული პროექტების რაოდენობა და პროგრამები მეტ ბენეფიციარს შეეხება. გაიზარდა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების დაფინანსება და 97 ბავშვის რეაბილიტაცისთვის 300 000 ლარი გამოიყო. ასევე მერიის დაფინანსებით, ელექტროენერგიის 20 ლარიან ვაუჩერს მიიღებენ მრავალშვილიანი ოჯახები.
გიორგი ჭიღვარიას ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ზედამხედველობის სამსახურს, რომლის ერთ-ერთ მიღწევად გარევაჭრობის 30 წლიანი პრობლემის აკრძალვა დაასახელა. მერის თქმით, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები კარებით აღიჭურვებიან. ასევე,ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოხდება გარე სათავლთვალო კამერების დამატება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















