|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიონი ლარი დაიხარჯება

ქუთაისის საკრებულომ 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტად  კვლავ ინფრასტრუქტური სამუშაოები რჩება.

ინფრასტრუქტურულ პროექტზე 2017 წლის  ბიუჯეტიდან დაახლოებით 10 მილიონი ლარი ჩაირიცხება. როგორც ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ განაცხადა, ამ მიმართულებით თანხების მოძიება კვლავ იგეგმება.

„არაფინანსური აქტივის ზრდა არის 8 მილიონი, თუ დავუმატებთ კაპიტალური მნიშვნელობის ხარჯებს დაახლოებით 10 მილიონი იქნება ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის. ეს არის ძირითადად თანადაფინანსება რომ რეგიონალური ფონდიდან კიდევ მოვიძიოთ თანხები, მოვიძიოთ მსხვილი პროექტები. თანხა ძირითადად გაიხარჯება   გზების რეაბილიტაციასა და სკვერების მოწყობისთვის“,-აღნიშნა ქუთაისის მერმა.

შეგახსენებთ ქუთაისის საკრებულომ დღეს 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 51 572 800 ლარი შეადგენს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა