|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იქნებ პრემიერს მამამ ქუთაისის აეროპორტიდანაც დაუფინანსოს ფრენა - თემურ ცამციშვილი აეროპორტში წვიმის ჩასვლაზე

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წყლის ჩასვლის მეორე შემთხვევას "ნაციონალური მოძრაობის" იმერეთის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე თემურ ცამციშვილი ეხმიანება. 

თემურ ცამციშვილის თქმით,  ახლა საოცნებოა, რომ პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილს მის შვილს ჩარტერული რეისი ქუთაისიდანაც დაუფინანსოს, რომ პრემიერი ჩამოვიდეს კოპიტნარში და ადგილზე გაეცნოს აეროპორტში არსებულ მდგომარეობას.

როგორც ცამციშვილი აცხადებას, აეროპორტის რეაბილიტაციისათვის და ახალი ფლიგელის მშენებლობისთვის 110 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, მიუხედავად ამისა, აეროპორტში წყალი ჩამოდის. ის აეროპორტების გაერთიანებისაგან შესრულებულ სამუშოაებზე განმარტებას ითხოვს. 

შეგახსენებთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წყალი კვლავ ჩავიდა. ეს მეორე შემთხვევაა. პირველ შემთხვევაში აეროპორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა, რადგანაც ჭერის ფრაგმენტი ჩამოიშალა, დასაფრენი ტერმინალი დაიტბორა და ელექტროენერგიის გათიშვა გახდა საჭირო. გუშინ ღამით კი წვიმა ასაფრენ ტერმინალში ჩავიდა.

ავტორი: ნიუპრესი