ირაკლი გეგეშიძე: გადადგომის შესახებ განცხადებას დღეს დავწერ
ბაღდათის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას დღეს დაწერს. ამის შესახებ მან "ნიუპრესს" განუცხადა. მანამდე გამგებელი შეხვედრაზე იმერეთის გუბერნიაში იმყოფებოდა.
უკვე ცნობილი ხდება გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურა. აღნიშნულ თანამდებობაზე არჩილ გოგსაძე სახელდება. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, არჩილ გოგსაძე დაინიშნა გამგებლის მოადგილის პოსტზე და მას დაეკისრება გამგებლის მოვალეობის შესრულება.
არჩილ გოგსაძე წარმოშობით ბაღდათიდანაა, თუმცა ბოლო პეროდში ის თბილისში საქმიანობდა. მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალურმა ხელისუფლებმა მიიღო.
შეგახსებებთ, ირაკლი გეგეშიძე, რომელიც ბაღდათის არჩეული გამგებელია, თანამდებობას მის წინააღმდეგ არსებული სს საქმის გამო ჩამოშორდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















