|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი კობახიძე - "წიწილებს 19 მაისს დავითვლით"

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი  19 მაისს, შუალედურ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობას" და "ევროპულ საქართველოს" როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე დაამარცხებს.

"ჩვენი ამოცანაა, დავამარცხოთ ერთიც, მეორეც და ორივეც. აქედან გამომდინარე, ჩვენც წიწილებს 19 მაისს დავითვლით და ვნახავთ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ შედეგი შთამბეჭდავი იქნება", - თქვა კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან. 

ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს, აკაკი ბობიხიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.  კობახიძის თქმით, "მათ ისეთი შეცდომები აქვთ დაშვებული ცხრა წლის განმავლობაში, რომ ასეთ შეცდომებზე არ დავწვრილმანდები".

დღეს აკაკი ბობოხიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდა. დეპუტატის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ევროპულ საქართველოსთან“ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება მარნეულსა და ჭიათურაში დაარღვია. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

 იმედინიუსი

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა