"ის, რაც არ გაკეთებულა 30 წლის განმავლობაში, ჩვენ 4 წელში გავაკეთებთ"-გიორგი ჭიღვარია
"ის, რაც არ გაკეთებულა 30 წლის განმავლობაში, ჩვენ 4 წელში გავაკეთებთ", - აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. მისი განცხადებით, წელს ისეთი ქუჩების რეაბილიტაცია მოხდა, სადაც ათწლეულის განმავლობაში არ მოწესრიგდებულა ინფრასტრუქტურა.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ჟურნალისტებსა და მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. ქალაქის მერმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა მიმართულებით განხორცილებულ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2019 წელს განხორციელებული ინფრასტური პროექტების საერთო ღირებულება 16 მილიონ ლარს შეადგენს. მასში შედის საგანმანათლებლო სისტემაში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც თვითმმართველობის მიერ წელს პირველად განხორციელდა.
მერის განცხადებით, 2 წლის განმავლობაში 46 ქუჩა გაკეთდა და საზგაზო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა საბინაო ინფრასტრუქტურაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლადაც.
ქალაქის მერმა შემაჯამებელ შეხვედრაზე ისაუბრა 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ რამდენიმე პროექტზეც. მომავალ წელს წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება, რის შემდეგ იგეგმება ჯიბლაძის და ხახანაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია.
რგფ-ის მიერ 2020 წელს ქუთაისში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 7 სპორტსკოლას და 3 სამუსიკო სკოლას, შეკეთდება 5 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადი, მოეწყობა 8 სკვერი, დაიგება რამდენიმე ათეული ქუჩა.
გათვალისწინებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების და ეზოების კეთილმოწყობა და მარტივი ტიპის სპორტული მოედნის მოწყობა. დაგეგმილია მე-4 პოლიკლინიკის რეაბილიტაცია.
ამავე შეხვედრაზე, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა მადლობის სიგელები გადასცეს კონკურსის „ბიუჯეტირება 2019“ გამარჯვებული პროექტების ავტორებს.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















