"რაც პანკისში მოხდა, უარესს მიიღებენ ჩვენგან"- წყალტუბოში "ხამახვანჰესის" მშენებლობას აპროტესტებენ
პანკისში განვითარებულ მოვლენებს წყალტუბოს მცხოვრებლები გამოეხმაურნენ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები რაიონში მასშტაბური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
ადგილობრივებმა "საიას" ფილიალში შეხვედრა გამართეს და საფრთხეებზე ისაუბრეს. ადგილობრივების თქმით, ხელისუფლება წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მასშტაბური ჰესის მშენებლობას გეგმავს, რასაც ისინი არ დაუშვებენ.
“ნამახვან ჰესის აშენების შემთხვევაში 16 სოფელი უნდა დაიტბოროს. აღარ გვექნება წინაპრების საფლავები. ის რაც პანკისში მოხდა, უარესს მიიღებენ ჩვენგან. თოხებით, ბარებით და ქვებით შეიარაღებული დავხვდებით”-აცხადებენ შეხევდრის მონაწილეები.
წყალტუბოელები პანკისის მოსახლეობას სოლიდარობას უცხადებენ.
შეგახსენებთ, „ნამახვანი ჰესების კასკადი“მდინარე რიონზე იმერეთსა და ლეჩხუმში უნდა აშენდეს. პროექტს თურქული კომპანია „ემ კა“ და ნორვეგიული ჯგუფი „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯია“ ახორციელებს. კასკადი აერთიანებს ორ ჰიდროსადგურს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ. იქნება. კასკადის მშენებლობისთვის 750 მლნ აშშ დოლარი ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობას მთავრობა მწვანე შუქს უნთებს
"ნამახვანჰესის მშენებლობის პროექტი შეჩერებულია და არა შეწყვეტილი"
ტვიშის მოსახლეობამ ნამახვან ჰესის წინააღმდეგ აქცია გამართა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















