იტალიაში ქართველ ემიგრანტებს უფასო იურიდიული და სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ
იტალიიის ქალაქ ბარში ქართველი ემიგრანტებისთვის საქველმოქმედო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს უფასო იურიდიული და სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ღონისძიება „ ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის“ ორგანიზებითა და ქუთაისის დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის ჩართულობით მოეწყო. ემიგრანტებს დახმარება საქართველოდან ჩასულმა ექიმმა და იურისტთა ჯგუფმა გაუწია. პროექტი, რომელიც ემიგრანტების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს, მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიწყო. პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა ქალაქ ათენში, რომლის მასპინძელი იყო ათენის ჯანმრთელობის ცენტრი, ავთანდილ მიქაბერიძის დიასპორული ორგნიზაცია- კულტურის ცენტრი ათენში. აქციის ფარლებში, ჯამში 4 000-მდე ემიგრანტის გამოკვლევა მოხდა. ამდენივე ადამიანმა მიიღო უფასო იურიდიული მომსახურება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















