|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანტივირუსული პრეპარატის „ტამიფლუს“ უფასოდ მიმღებთა ჩამონათვალი გაფართოვდა

ჯანდაცვის სამინისტრომ გააფართოვა იმ პირების ჩამონათვალი, ვინც ანტივირუსულ პრეპარატს „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მინისტრის თქმით,  ქვეყანაში ანტივირუსული პრეპარატის მარაგები საკმარისია, თუმცა, სამი ძირითადი არეალიდან (როგორიცაა:სტაციონარები, სააფთიაქო ქსელი და ჯანდაცვის სამინისტროს მარაგები), ბოლო ორი დღის განმავლობაში ერთ-ერთში - სააფთიაქო ქსელებში დეფიციტი შეიქმნა.

"თუკი ჯანდაცვის სამინისტრო ამ მედიკამენტს თავისი მარაგებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ გასცემდა მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის და ორსულებისთვის, ამჟამად აფთიაქებში შექმნილი დეფიციტიდან გამომდინარე, ჩვენ გავაფართოვეთ ეს ჩამონათვალი და ამით ისარგებლებენ არამარტო ორსულები და სოციალურად დაუცველები, არამედ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, ის ადამიანები, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის რაიმე დაავადება აქვთ, დიაბეტის მქონეები, ონკოლოგიური პაციენტები და სასუნთქი სისტემით დაავადებულები. ასეთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს მთელი საქართველოს მასშტაბით და ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან გავცემთ ამ მედიკამენტებს. ასევე, დღეს საღამოს უკვე დასრულდება სააფთიაქო ქსელებთან შეთანხმება და ამ ქსელებსაც გადავცემთ სამინისტროს მარაგებიდან ამ მედიკამენტის საკმაო რაოდენობას, რათა დეფიციტი არ შეიქმნას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც სერგეენკომ განაცხადა, ტამიფლუს ახალი შევსება 10 იანვარს შემოვა.

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ აფთიაქშია აღნიშნული პრეპარატი მოქალაქეებს შეუძლიათ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის - 15 05 მეშვეობით მიიღონ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა