"ჯავახია არაა ჩემი დონის და მურღულიამ უნდა იცოდეს, ვინ "მომიქსიოს"
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის განცხადებას გოგი წულაია პასუხობს და აცხადებს, რომ ჯავახია არაა მისი დონის და შოთა მურღულიამ უნდა იცოდეს ვინ "მიუქსიოს". მისივე თქმით, მის მიერ გაკეთებული ყველა განცხადება სიმართლეს შეესაბამება და "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" სამართალმემკვიდრეა, ამიტომ მათ მიერ გაფუჭებული საქმე ახალმა ხელისუფლებამ უნდა გამოასწოროს.
"შოთა მურღულიამ უნდა იცოდეს, ვინ "მომიქსიოს". ზვიად ჯავახია არაა ჩემი დონის, რომ ჩემზე აკეთოს განცხადებები. ყველაფერი, რაც განვაცხადე, არის სიმართლე და მათ თუ არ მოსწონთ, ეს მათი პრობლემაა. გასულ წელში გაიცა 500 000 ლარის პრემია და სახელფასო დანამატი. შეიძლება, 1 200 ადამიანი არაა, მაგრამ 1 100 ნამდვილად არის. არ მიგულისხმია მხოლოდ მერიის შენობაში დასაქმებულები, არამედ ისინი, ვინც აიპებსა და სხვა შპს–ებში ჰყავთ დასაქმებული.
რაც შეეხება კულტურის შენობის ამბავს, გასაგებია, რომ ეს წინა მთავრობის დროს მოხდა, მაგრამ ამაზეც ვსუბრობდი სამი წლის წინაც და როგორც წინა მთავრობის სამართალმემკვიდრეებს, ახალ მთავრობას უნდა ეზრუნა მათ მიერ გაფიჭებული საქმის მოგვარებაზე",–აცხადებს წულაია.
ამასთან ერთად, მერიას ხელმოწერების შეგროვებით ემუქრება. მისი თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას და ქალაქის მერს თანამდებობას დაატოვებინებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















