|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯიბლაძის ქუჩის მცხოვრებლები თვითნებური ნაგავსაყრელის არსებობას აპროტესტებენ

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნიკა ნარსია ჯიბლაძის ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად ქალაქის მერიაში განცხადების შეტანას გეგმავს. ადგილობრივები მათ ქუჩაზე თვითნებური ნაგავსაყრელის არსებობას აპროტესტებენ და ხელისუფლებისაგან  რეაგირებას ითხოვენ.

მათი განცხადებით,  ჯიბლაძის ქუჩაზე მიტოვებულ ეზოში არსებული ანტისანიტარია მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

"შემაქვს მერიაში ქალაქის მერის სახელზე განცხადება 30-მდე ადგილობრივის ხელმოწერით, რომლებიც 3 წელია  ჯიბლაძის ქუჩის # 5 ს მიტოვებული ეზოდან ნაგვის გატანას ითხოვენ,  სადაც დაფიქსირებულია ქვეწარმავლების  არსებობა, მოსახლეობას ტერიტორიის დეზინფექციას ითხოვს", - განაცხადა ნიკა ნარსიამ. 

მოსახლეობის პრობლემებზე რეაგირებისაკენ  ნიკა ნარსია ქალაქ-მუზეუმის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ნადირაძეს მოუწოდებს.

დეპუტატის განცხადებით, "რადგან ტერიტორია კერძო საკუთრებაა, დასუფთავების სამსახურს არ ეკუთვნის ამ მისი დასუფთავება, ვაპირებ ვთხოვო, თუმცა არ ვიცი, რა პასუხს მივიღებ ამ სამსახურისაგან", -განაცხადა თემურ ნადირაძემ.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა