|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ დამიწერია და არც დავწერ იმ ფრაზებს, რამაც შეიძლება სუიციდის რომანტიზება მოახდინოს" - ლაშა მესხი

15 წლის ლუკა სირაძის მიმართ გამოხატული სოლიდარობის მიზნით გაკეთებულმა წარწერებმა მისი შინაარსის გამო საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ მოზარდის უკიდურესი სასოწარკვეთილების გამომხატველი ფრაზა, რომელიც რეალურ თუ ვირტუალურ სამყაროში ვირუსულად გავრცელდა, შეიძლება, საფრთხის შემცველი და სუიციდის წამახალისებელი აღმოჩნდეს. 

"არცერთ ჩემს პოსტში არ დამიწერია და არც დავწერ იმ ფრაზებს, რამაც შეიძლება სუიციდის რომანტიზება მოახდინოს! რატომ იცით? დღეს, აი ახლა, შენ როცა ამ პოსტს კითხულობ, უამრავი მოზარდი, ახალგაზრდა გადარჩენისთვის იბრძვის და შენ მიერ კედელზე მითხაპნილი წარწერა შეიძლება,  საბედისწერო აღმოჩნდეს და მან ხელი საბოლოოდ ჩაიქნიოს ამ ცხოვრებაზე! იფიქრეთ! იფიქრეთ მეტი მომავალ თაობაზე! პატარებს ყურადღება უნდა, ზრუნვა უნდა და არა დასჯა. მოვუსმინოთ ჩვენს ბავშვებს", -წერს ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა