"კიკვიძის ძეგლის აღებას საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ ჭირდება" - გია გოქაძე
კიკვიძის ძეგლის აღებას საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ ჭირდება, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარე გია გოქაძე.
ის საკრებულოში გაჟღერებულ ინიციატივას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ძეგლის დემონტაჟის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა ჩატარდეს, რის შემდეგაც მოხდება გადაწყვეტილების მიღება.
"კიკვიძის ძეგლის აღევას საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ ჭირდება, ამას უნდა კანონის აღსრულება. "თავისუფლების ქარტიით" დამტკიცებულია, რომ საბჭოთა სიმბოლიკისა და ტოტალიტარული სახელმწიფოს მატარებელი ნიშნების შემცველი ძეგლები აუცილებლად უნდა იყოს გატანილი საჯარო სივრციდან. საზოგადოებრივი აზრის კვლევის მოთხოვნა ნიშნავს, რომ საკრებულოც არ არის ჩამოყალიბებული საბჭოთა სიმბოლიკასთან დაკავშირებით, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ უნდა შემთანხმდეთ, რომ ის იყო საბჭოთა კავშირი და ძალით შექმნილი იმპერია და მასთან ასოცირება ჩვენ არაფერში გვარგებს, არც მომავალ თაობას გამოაგება", -აცხადებს გია გოქაძე.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ძეგლის დემონტაჟს წლების განმავლობაში ითხოვს. უფრო ადრე კი გია გოქაძე, როგორც საკრებულოს წევრი ძეგლის დემონტაჟის მოთხოვნით ქუთაისის საკრებულოში გამოდიოდა.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















