|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„კმაყოფილი ვარ, რომ შტატები შევამცირე“- შოთა მურღულია

ქუთაისში, 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ქალაქის მერმა, შოთა მურღულიამ პრეზენტაცია გამართა, სადაც მის მიერ განხორციელებულ პრიორიტეტებზე ისაუბრა. შოთა მურღულიას განცხადებით, ქალაქის მერია თანდათან ამცირებს ადმინისტრაციული ხარჯებს. ქუთაისის მერის განცხადებით,  ის კმაყოფილია, რომ 2015 წელს შტატები შეამცირა.

„კმაყოფილი ვარ, რომ შტატები შევამცირე. 2015 წელს მერიაში 800-მდე ადამიანი მუშაობდა და ახლა 300 ადამიანი მუშაობს.  მიმაჩნია, რომ იმდენი ადამიანი უნდა მუშაობდეს, რამდენიც საჭიროა. მიუხედავად იმისა, რომ  მორალურად მძიმე საკითხია, თანამშრომლების შემცირებები მომავალ წელსაც იგეგმება“,- განაცხადა ქუთაისის მერმა.

შოთა მურღულია რომელიმე  ააიპის გაუქმებას არ გეგმავს, თუმცა ამბობს რომ,  აიპების ადმინისტრაციებში რეორგანიზაცია მომავალი წლიდან განხორციელდება.

 შეგახსენებთ, დღეისათვის ქუთაისში 20-მდე ააიპია, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა