„ქართული ოცნებამ“ ხონში კონფერენცია გამართა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქათველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია იმერეთში, ხონის მუნიციპალიტეტში გამართეს. კონფერენციაზე კოალიციაში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
"ჩვენ დავიწყეთ მთელი საქართველოს მასშტაბით, საოლქო კონფერენციების ჩატარება. დღეს, ვიმყოფებით იმერეთში,ხონის მუნიციპალიტეტში. კონფერენციები იმერეთის კიდევ ორ მუნიციპალიტეტში გაიმართება: თერჯოლასა და ხარაგაულში, სადაც ავირჩევთ პარტიის თავმჯდომარეებს და ბიუროს წევრებს. თუმცა დღეს გვაქვს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ პარტია სტრუქტურულად გავაძლიეროთ და მოვემზადოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებისათვის.“ - განცხადა ხონის მუნიციპალიტეტში კონფერენციის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ.
შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ესწრებოდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















