|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1 ივნისს კონცერტი კულტურის ცენტრში გაიმართება

1 ივნისს  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიება - კომპოზიტორ ნუკრი კარკაძის საბავშვო სიმღერების კონცერტი ქუთაისის ახალგაზრდულ პარკში აღარ გაიმართება.  როგორც ცნობილი გახდა, ღონისძიებაში არც ირმა სოხაძე იღებს მონაწილეობას.  ღონისძიება კულტურის ცენტრში ჩატარდება, სადაც მონაწილეობას ქალაქის კულტურის გაერთიანების ფილიალების აღსაზრდელები მიიღებენ. ამის შესახებ "ნიუპრესს" კომპოზიტორმა ნუკრი კარკაძემ განუცხადა.

 მისი თქმით, "ნიუპრესის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებული თანხა - 2500 ლარი არა კონცერტის დასაფინანსებლად, არამედ მხოლოდ მისი სიმღერების  არანჟირებისთვის არის გამოყოფილი.  რას შეეხება კონცერტს, კულტურის ააიპის ორგანიზებით იმართება და ამისათვის ბიუჯეტიდან თანხის მობილიზება არ მოხდება.

ნუკრი კარკაძე რედაქციისაგან  გავრცელებული ინფორმაციის წაშლას მოითხოვს, მისი უკმაყოფილება  ინფორმაციაში ირმა სოხაძის სახელის მოხსენიებამ და კომენტარისათვის მომღერალთან დაკავშირებამ გამოიწვია. 

შეგახსენებთ, რომ „ნიუპრესზე“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი  ღონისძიების შესახებ.  ჩვენ მოვიპოვეთ ოფიციალური დოკუმენტაცია, სადაც  წერია, რომ 1 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში  გაიმართება ნუკრი კარკაძის საბავშვო სიმღერების კონცერტი,  სადაც სპეციალური სტუმრის სტატუსით ღონისძიებაში მონაწილეობას მომღერალი ირმა სოხაძე მიიღებს. 

„ნიუპრესი“ გთავაზობთ ოფიციალური დოკუმენტების ფოტო მასალას.

 

 

 

ამ თემაზე: უფასო ატრაქციონები, ირმა სოხაძის კონცერტი და 12 500 ლარი ბიუჯეტიდან

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა