|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - „კრაკენი“ მალე დომინანტი გახდება

 საქართველოში, 2-3 კვირაში კორონავირუსის ახალი ქვეშტამი - „კრაკენი“ დომინანტი გახდება  - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა მედიაცენტრ „მთავარში“  განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფომ ბივალტური ვაქცინის ხელმისაწვდომბაზე უნდა იზრუნოს. 

„კორონავირუსის ახალი ქვეშტამი XBB.1.5, ე.წ. კრაკენი „ომიკრონის“ ყველა სხვა შტამისგან განსხვავებით ყველაზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. ალბათ, საქართველოში, 2-3 კვირაში ჩაანაცვლებს „კრაკენი“ BA4-BA5 შტამს და დომინანტი გახდება.

„კრაკენს“, როგორც დამოუკიდებელ შტამს, ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაზრდილი არ აქვს, თუმცა, ვაქცინებისადმი ეფექტურობა მკვეთრად არის შემცირებული.

 

აუცილებელია ადრეული დიაგნოსტიკა! სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ბივალენტური ვაქცინა ხელმისაწვდომი იყოს. ბივალენტური ვაქცინა არის „ომიკრონის“ საწყის შტამებზე მორგებული, მას მეტი ძალა აქვს, დაიცვას ადამიანი ახალი ვარიანტებისგან, რომელიც ინტერესის და შეშფოთების საგანია. ბივალენტურ ვაქცინას, დაცვის მეტი ძალა აქვს, ვიდრე ძველს, სტანდარტულ ვაქცინას“, - განაცხადა კულუმბეგოვმა. 

 მისი თქმით, საქართველოში ამჟამად 500-მდე კოვიდინფიცირებულია, აქედან 300 ჰოსპიტალიზირებული პაციენტია. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა