|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბელა ჩაო, მეგობრებო - გოგი წულაია მთავრობას ემშვიდობება

"ხელისუფლებას მივმართავ, ბელა ჩაო, მეგობრებო“ , - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ლიდერმა გოგი წულაიამ განაცხადა. წულაია ივანიშვილის არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ხელისუფლებიდან ჩამოგდებით დაემუქრა.

„ხელისუფლებას მინდა შევახსენო, რომ ზუსტად ამ დონის აქტივობა იყო 2012 წელს, როდესაც თითქოს სიმშვიდე სუფევდა და არაფერი ხდებოდა, თუმცა შედეგი ყველამ ნახა. იგივე ხდება დღეს. ხელისუფლებამ ამას თვალი უნდა გაუსწორონ, აღელვება ეტყობათ უკვე და იგრძნობა ყველა რესურსის მობილიზება ხელისუფლების შესანარჩუნებლად, თუმცა ქართველ ხალხს უნდა ცვლილებები. ხელისუფლებას ვეყბნები, ბელა ჩაო მეგობრებო" -აცხადებს წულაია. 

ავტორი: ნიუპრესი