„LC WAIKIKI“-მ საქართველოში ყველაზე დიდი მაღაზია ქუთაისში გახსნა
დღეს ქუთაისში კიდევ ერთი ახალი ბრენდი შემოვიდა. ცნობილმა თურქულმა ბრენდმა „LC WAIKIKI“-მ ახალი მაღაზია გახსნა. საქართველოში არსებული შვიდი მაღაზიიდან ყველაზე დიდი ქუთაისშია, სადაც 70 ადამინია დასაქმებული.
წითელი ლენტი დღეს საზეიმოდ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ კომპანიის დირექტორთან ერთად გაჭრა.
,,იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ქუთაისში მაღაზიები იხურება, მინდა იმედები გავუცრუო. ქუთაისში ბოლო პერიოდში რამდენიმე სერიოზული მაღაზია გაიხსნა. რაც ბიზნესის განვითარებას და მეტი ადამიანის დასაქმებას ნიშნავს“ , - განაცხადა ქუთაისის მერმა.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
















